Thumbnail

გოლფი | საქართველოს პირველი ჩემპიონატი ლაშა ტალახაძემ გახსნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 18-19 მაისი საქართველოს პირველი ჩემპიონატი გოლფში
  • საუკეთესო ოთხეული საქართველოს ნაკრებში მოხვდება

"თბილისი ჰილსი" - Tbilisi Hills Golf & Residences ქვეყნის ისტორიაში პირველ ჩემპიონატს მასპინძლობს. დღეს ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა და პირველი, სიმბოლური დარტყმაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსნობაში, საქართველოს ბოლო წლების საუკეთესო სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ შეასრულა.

ჩემპიონატში 32 მოყვარული გოლფერი იღებს მონაწილეობას, 19-ში გაირკვევა ის ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ასე ჩამოყალიბდება პირველად საქართველოს ნაკრები. ევროპის ჩემპიონატი ვილნიუსში ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება. 

სიმბოლური დარტყმა ლაშა ტალახაძემ განახორციელა

გახსნის ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები დაესწრნენ.  

საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ევროპის გოლფის ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის - R&A (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.

"თბილისი ჰილსი" საქართველოში პირველი საერთაშორისო დონისა და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბია. მოედანი 18 ფოსოიანია. კლუბი, რომელიც 56 ჰექტარზეა გაშენებული, სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წელს გაიხსნა. 

ჩემპიონატს "თბილისი ჰილსი" მასპინძლობს

კომენტარები

ბოლო ამბები