Thumbnail
  • ბარსელონა 2:0 ესპანიოლი.
  • ბარსელონამ კამპ ნოუზე მე-4000 გოლი გაიტანა.
  • კოუტინიოს დებიუტი შედგა.

კოპა დელ რეის მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო განმეორებითი შეხვედრა კამპ ნოუზე გაიმართა. ბარსელონამ ესპანიოლს უმასპინძლა, ესპანიოლს პირველი მატჩი ოსკარ მელენდოს გოლით ჰქონდა მოგებული. კამპ ნოუზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრის დაწყებამდე კამპ ნოუმ ხავიერ მასკერანო ღირსეულად გააცილა. არგენტინელი კარიერას ჩინურ ჰებეიში გააგრძელებს.

მასკერანო ბარსელონას ღირსებას 2010-წლიდან იცავდა. არგენტინელმა 345 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.

კატალონიელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-9 წუთზე, ალეიშ ვიდალის ჩაწოდების შემდეგ, ლუის სუარესმა პაუ ლოპესის კარში ბურთი თავით გადაგზავნა და ბარსელონა დააწინაურა. 16-წუთში ლიონელ მესიმ ბარსელონას უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ეს გოლი ბარსელონასთვის  მე-4000 იყო კამპ ნოუზე. 60-წლის განმავლობაში კატალონიურმა კლუბმა ამ სტადიონზე სწორედ ამდენი გოლის გატანა მოახერხა.

კამპ ნოუზე გატანილი 4000-გოლის 10%-ს ლიონელ მესის გოლები და საგოლე გადაცემები შეადგენს.

შეხვედრის მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ის მოხდა, რასაც კამპ ნოუზე შეკრებილი 80-ათასი გულშემატკივარი ელოდა. მატჩის 68-ე წუთზე ერნესტო ვალვერდემ ინიესტა ნაცვლად მოედანზე კოუტინიო შეუშვა. ბარსელონას ახალწვეულის დებიუტი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შედგა.

კოპა დელ რეიზე ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა : ვალენსია, ბარსელონა, ლეგანესი, სევილია. დღესვე გაიმართება კენჭისყრა. ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 31-იანვარს გაიმართება, მეორე - 7-თებერვალს.

კომენტარები

ბოლო ამბები