Thumbnail

კოპა ამერიკა | ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტიტემ კოპა ამერიკისთვის 23 ბრაზილიელს უხმო
  • რამდენიმე ვარსკვლავი სელესაოს მიღმა დარჩა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ კოპა ამერიკისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს მიღმა რამდენიმე ვარსკვლავი აღმოჩნდა: დუგლას კოშტა, ვილიანი, მარსელო, ლუკას მოურა, ფაბინიო, ვინისიუს ჟუნიორი, თუმცა ‘სელესაოს’ მაინც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც სამშობლოში ტიტულის მოგებას ეცდება. ტიტეს გუნდი A ჯგუფში ვენესუელასთან, ბოლივიასთან და პერუსთან ერთად მოხვდა.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), კასიო (კორინთიანსი).

მცველები: მარკინიოსი (პსჟ), ფილიპე ლუისი (ატლეტიკო), ალექს სანდრო (იუვენტუსი), ედერ მილიტაო (პორტო), მირანდა (ინტერი), ტიაგო სილვა (პსჟ), ფაგნერი (კორინთიანსი), დანი ალვეში (პსჟ).

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), ალანი (ნაპოლი), ლუკას პაკეტა (მილანი), ატური (ბარსელონა).

ფორვარდები: ნეიმარი (პსჟ), რიშარლისონი (ევერტონი), დავიდ ნერეში (აიაქსი), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი), რობერტო ფირმინო (ლივრპული), ევერტონი (გრემიო), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული)

Os convocados da #SeleçãoBrasileira para a Copa América em um só lugar! Saiba os detalhes >> http://bit.ly/2HnBwh3

Posted by Confederação Brasileira de Futebol on პარასკევი, 17 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები