Thumbnail

ევროლიგას ახალი გამარჯვებული ეყოლება - ფინალისტები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფენერბაჰჩე 73:92 ეფესი
  • ცსკა 95:90 მადრიდის რეალი

ევროლიგას ახალი გამარჯვებული ეყოლება. შარშანდელმა ფინალისტებმა ნახევარფინალური მატჩები დათმეს და სენსაციებიც შემოგვთავაზეს. თურქულ მატჩში ფენერბაჰჩე ეფესთან 19 ქულით დამარცხდა - 73:92. შენი ლარიკინმა ფენერს 30 ქულა ჩაუგდო, 7 გადაცემა გააკეთა და 7-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. ეფესმა 14-სამქულიანი ჩააგდო და ფინალშიც დამსახურებულად გავიდა. ეს ამ კლუბისთვის ისტორიული მატჩია, რადგანაც ისინი ევროლიგის ფინალში პირველად მოხვდნენ.

ფენერბაჰჩე 73:92 ეფესი - თურქული კლუბი ფინალში პირველად გავიდა

ფენერბაჰჩე 73:92 ეფესი - თურქული კლუბი ფინალში პირველად გავიდა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 17 მაისი, 2019

მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი ცსკა-სთან დამარცხდა. რუსებმა მადრიდელებს 5 ქულით, 95:90 აჯობეს. რეალი ბოლო პერიოდის წინ 8 ქულას იგებდა, თუმცა ცსკამ ბოლო მეოთხედი 30:17 მოიგო და ფინალის საგზური ორწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. ნანდო დე კოლომ ბოლო ათ წუთში 10 ქულა ჩააგდო, საბოლოოდ კი სერხიო როდრიგესის მსგავსად 23 ქულა დააგროვა.

ცსკა 95:90 რეალი - რუსები ფინალში ორწლიანი პაუზის შემდეგ

ცსკა 95:90 რეალი - რუსები ფინალში ორწლიანი პაუზის შემდეგ

Posted by Silk Sport on პარასკევი, 17 მაისი, 2019

ფინალი 19 მაისს გაიმართება, ისევე როგორც მესამე ადგილისთვის გასამართი მატჩი. ორივე შეხვედრას SILK SPORT-ის ეთერში იხილავთ.

19:30 - მესამე ადგილი - ფენერბაჰჩე V რეალი

22:30 - ფინალი - ეფესი V ცსკა

კომენტარები

ბოლო ამბები