Thumbnail

პაპუნაშვილის მე-11 გოლი ესპანეთში - სარაგოსამ ხიხონს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პაპუნაშვილის მე-11 გოლი ესპანურ კარიერაში
  • ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში წამებში გაათანაბრა

გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ ‘ლა რომარედაზე’ ხიხონის სპორტინგს უმასპინძლა და მეტოქეს 4:2 მოუგო. მასპინძლები მატჩს ორჯერ აგებდნენ და მეორედ ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გაათანაბრა, რომელიც მინდორზე ცვლილებიდან 20 წამის შესული იყო. პაპუნაშვილმა ალექს მუნიოსის გადაცემით ისარგებლა და სეზონში მეორე გოლის გატანა შეძლო. სულ კი პაპუნაშვილს ესპანურ კარიერაში 11 გოლი დაუგროვდა.

სარაგოსას 50 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგა 2-ში მე-13 ადგილზეა. პაპუნაშვილის გუნდი ლა ლიგაში გადმოსვლისთვის უკვე მომდევნო სეზონიდან იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები