Thumbnail

ნაცუ ბაშო | ტოჩინშინმა კოტოშიგიკუც დაამარცხა - ზედიზედ მე-7 მოგება

  • მე-7 დღე ნაცუ ბაშოზე
  • ტოჩინოშინმა კოტოშიგუკის იორიკირით სძლია

დღეს ტოკიოს "რიოკოგუ კოკუგიკანში' ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-7 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის იბრძვის, პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს შეხვდა და მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია. პირველი შეჯახების შემდეგ, ლევანმა მეტოქე ჰაერში აწია და შემდეგი მიწოლით შეძლო მისი დოჰიოდან გაყვანა.

მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა ენდო იქნება, რომლის ბალანსზეც ამ დროისთვის 2 მოგება და 4 მარცხია.

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს დივიზიონის მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-9 ნომერ მიტორიუს შეხვდა და მეტოქეს ოშიდაშით სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები