Thumbnail

'გამოცდილება ფეხბურთელს აფუჭებს' - ლუის ვან გაალი სამწვრთნელო საქმეზე გვიყვება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვან გაალი უკვე 3 წელია რაც ფეხბურთიდან წავიდა
  • ჰოლანდიელმა იუნაიტედზე, მოურინიოზე და ახალგაზრდებზე ისაუბრა...

უკვე 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლუის ვან გაალმა უემბლიზე ასოციაციის თასის ფინალით სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. 

"თასი მოვიგე, იმ პირობებში, როდესაც 6 თვე რამდენიმე ცხვირს ჩემ კისერთან ვგრძნობდი" - ხუმრობით იხსენებს ჰოლანდიელი.

ვან გაალის 3 წელი ბრიტანულ ბეჭდურ პრესაში არ გამოჩენილა, მაგრამ BBC-ს უარი ვერ უთხრა. ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, ჰოლანდიელს ორი არჩევანი ჰქონდა - ტოტენჰემი და იუნაიტედი.

"ტოტენჰემს უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, იუნაიტედი მოხუცების გუნდი იყო, ვიცოდი, რომ ამის შეცვლა მომიწევდა." - ამბობს ვან გაალი. "არასწორი არჩევანი გავაკეთე? შეიძლება, მაგრამ აქა გულისცემას გავყევი."

"მე მიმუშავია ქვეყნის პირველ გუნდში - ჰოლანდიაში, გერმანიაში, ესპანეთში და იუნაიტედის შემდეგ უკვე ინგლისშიც - ეს 'ტიტული' ძალიან მინდოდა"

ვან გაალს იუნაიტედში 2 წლიანი კონტრაქტი და 65 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლა სურდა - ამით ახალგაზრდობაში დედამისისთვის მიცემულ პირობას შეასრულებდა.

თუმცა გუნდმა მას 3 წელი დარჩენა მოთხოვა "გლეიზერებმა და ედ ვუდვარდმა თავი გაიგიჟეს, 3 წლიანზე მომაწერინეს ხელი და მერე 2 წელიწადში გამაგდეს - ამიტომ ვარ მათზე დღემდე ნაწყენი, ვუდვარდმა იცოდა, რომ იუნაიტედი ჩემი ბოლო კლუბი იქნებოდა."

ჰოლანდიელმა იცოდა, რომ გუნდისთვის ძველი დიდების დაბრუნება ადვილი პროცესი არ იქნებოდა "გუნდში 7 ფეხბურთელი გვყავდა - 30 წელს გადაცილებული. ამაზე შეხვედრისას ვისაუბრეთ - პირველ სეზონში ოთხეულში შევედით, მეორეში ასოციაციის თასი მოვიგეთ."

"მაგრამ მედია ხო თამაშებს არ არჩევს, პროცესს არ უყურებს, მხოლოდ რეზულტატით მსჯელობს - ჰოდა, პრესამ კარგად გადამიარეთ."

"ხალხი ამბობს, რომ ჩემი მანჩესტერის თამაში მოსაწყენი იყო, მაგრამ რატომ იყო მოსაწყენი? ჰო, შეიძლება ჩვენი შეტევა იყო მოსაწყენი, მაგრამ ამას მიზეზი აქვს - მოწინააღმდეგის ავტობუსი. როდესაც ავტობუსის გარღვევა გიწევს, მაღალ ტემპში გიწევს თამაში, რაც რთულია.

"მერე იწყებ ამ სტილისთვის შესაფერისი მოთამაშეების ძიებას - რუნის 10 ნომერზე უნდა ეთამაშა, მაგრამ ვან პერსიმ ტრავმების გამო მთელი სეზონი ჩააგდო და რუნიზე კარგი წინ არავინ გვყავდა. არადა, მანჩესტერს იუნაიტედს ფორვარდზე მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი სჭირდება."

"კაპიტანი გვჭირდებოდა - შვაინშტაიგერი მოვიყვანე, ესეც ტრავმებმა დატანჯა, არ გამოგვადგა. ტოპ ფორვარდი გვინდოდა - დამტვრეული ფალკაოს გარდა ბაზარზე არავინ იყო, მანაც ვერ აღიდგინა ფორმა. ნახევარდაცვაში დი მარიას სახით ცოტა ცეცხლი დავანთეთ, მაგრამ დი მარია პრემიერლიგის პრესინგს და ტემპს ვერ აჰყვა... ახლა კი ყველაფერს მე მაბრალებს."

"მაგრამ მედია ხო თამაშებს არ არჩევს, პროცესს არ უყურებს, მხოლოდ რეზულტატით მსჯელობს - ჰოდა, პრესამ კარგად გადამიარეთ. ხალხი ფიქრობს რომ 'ფეიკ ნიუსი' დონალდ ტრამპის გამოჩენის შემდეგ გაჩნდა, ფეხბურთში ჩვენ 50 წელია ამის მსხვერპლი ვართ."

ვან გაალმა იუნაიტედის მოქმედ გუნდზეც ისაუბრა "სულშერმა ატმოსფერო გამოასწორა, პოგბას როლი შეუცვალა - მაგრამ ეს ის არის რასაც ფერგი თამაშობდა, ეს დაცვითი ფეხბურთია, კონტრ-შეტევაზე აგებული."

ჰოლანდიელის იუნაიტედში ყოფნისას, მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსი პოლ სქოულზი იყო, სქოულზმა რამდენიმე თვის წინ, რანგით მესამე ლიგელი ოლდემ ატლეტიკსი გაწვრთნა და კლუბიდან 1 თვეში გაიქცა. რაც ვან გაალს არ გამოჰპარვია...

"პოლ სქოულზი რაღაც გუნდს წვრთნიდა, ჰო?" - სიცილით ამბობს ამსტერდამელი "ფანტასტიურია, არა? ფანტასტიური..."

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მისდამი მოთხოვნა არ წყდება "ბევრი შემოთავაზება მქონდა, დიდი გუნდებიდან, დიდი ნაკრებებიდან - ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია, აშშ, მექსიკა, არგენტინა..."

"ორჯერ კინაღამ დავბრუნდი, მაგრამ ჩემი ცოლი ნებას არ მრთავს, კატეგორიულია. ერთხელ ფეინოორდიდან დამირეკეს და მაშინ თანხმობა მომცა, რადგან თვითონ ფეინოორდს ქომაგობას, მაგრამ აიაქსის კაცი ფეინოორდში ვერ წავიდოდი."

ვან გაალი ამაყობს, რომ იუნაიტედის შემადგენლობა გაახალგაზრდავა "მე როდესაც მოვედი, გუნდში საშუალო ასაკი 30 იყო, ჩემი მოსვლიდან მალევე ეს რიცხვი 23-მდე დავიდა."

"ბევრი მწვრთნელი, მათ შორის მოურინიო ახალგაზრდებს არასოდეს ენდობა, შეიძლება 5 წუთით. სოლსკიაერი - 10 წუთით. ეს შანსის მიცემა არ არის."

ვან გაალის ხელში დაიწყეს თამაში კლარენს ზეედორფმა, პატრიკ კლიუვერტმა, ედვინ ვან დერ სარმა, კალეს პუიოლმა, ხავიმ, ანდრეს ინიესტამ, ტომას მიულერმა და ა.შ. იუნაიტედში კი ვან გაალმა მარკუს რაშფორდი დააწინაურა.

"ბევრი მწვრთნელი, მათ შორის მოურინიო ახალგაზრდებს არასოდეს ენდობა, შეიძლება 5 წუთით. სოლსკიაერი - 10 წუთით. ეს შანსის მიცემა არ არის."

"ზედმეტი გამოცდილება ფეხბურთელს აფუჭებს, ყველაფერი შემდეგ ავტო-პილოტზე მუშაობს. ყოველთვის გჭირდება გუნდში ახალგაზრდა, ახალგაზრდის წარმოსახვა და ფანტაზიის უნარი."

"ჩემი ფილოსოფია მუშაობს - 4 ქვეყანაში მაქვს თასები მოგებული. მაგრამ ყველა ფილოსოფიაზე მაღლა ადამიანური ურთიერთობები დგას - მანჩესტერ იუნაიტედში მხოლოდ სპორტულ დეპარტამენტში 40 კაცი მუშაობს, სამედიცინოშიც დაახლოებით ამდენი - ყოველი მათგანი ახლაც მახსოვს, ამიტომ ყვირიან დღემდე ჩემ დანახვაზე ჩემ გვარს იუნაიტედის ფანები, იცოდნენ, როგორი დამოკიდებულება მქონდა გუნდისადმი."

კომენტარები

ბოლო ამბები