Thumbnail

10 ქართველი ძიუდოისტი მინსკში - შემადგენლობას ეთერ ლიპარტელიანი დაემატა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 10 ქართველი ძიუდოისტი მინსკში
  • აქედან ერთი ქალია: ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოს ნაკრები მინსკში დაგეგმილ ზაფხულის ევროპულ თამაშებზე 10 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას, აქედან ერთი კი ქალია. ევროპის ძიუდოს კავშირიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენთა რეალოკაციის შედეგად ევროპულ თამაშებზე ეთერ ლიპარტელიანი მოხვდა. 

რეიტინგის მიხედვით, ევროპულ თამაშებზე ასპარეზობის უფლება საქართველოს ნაკრების ვაჟებმა ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვეს, ქალები კი აქამდე თამაშებს მიღმა იყვნენ. ამგვარად, საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ეთერ ლიპარტელიანის სახით მეათე სპორტსმენი დაემატა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60 კგ. 
ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ.
ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

-73 კგ.
ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ.
ლუკა მაისურაძე

-90 კგ. 
ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ. 
ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ.  
გურამ თუშიშვილი

-57 კგ.  
ეთერ ლიპარტელიანი

კომენტარები

ბოლო ამბები