Thumbnail

ჯოჯუა V მჭედლიშვილი - საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ჯერ მშვიდობაა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს 77-ე ეროვნული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.
  • ფინალში დავით ჯოჯუა და მიხეილ მჭედლიშვილი თამაშობენ.

თბილისის ჭადრაკის სასახელში ვაჟ მოჭადრაკეთა 77-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალური მატჩი დაიწყო. ერთმანეთს ნაკრების წევრი დიდოსტები დავით ჯოჯუა და მიხეილ მჭედლიშვილი ხვდებიან. 

საქართველოს ჩემპიონი 7 500 ლარს მიიღებს. 

პირველ პარტიაში ბრძოლა 22-ე სვლაზე ზავით დასრულდა. 26 იანვარს საპასუხო პარტიაა, თუ ისიც ყაიმით დასრულდა, ტაი ბრეიკი დაინიშნება. 

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში თორნიკე სანიკიძემ შავი ფიგურებით 44-ე სვლაზე დაამარცხა გიგა ყუფარაძე და 1:0 დაწინაურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები