Thumbnail

მესის იგნორირება - ლეო კატალონელთა პოლიტიკურ მოწოდებას არ შეუერთდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ფორვარდი კატალონიის მთავრობამ სანტ ჟორდის ჯვრით დაჯილდოვა
  • 31 წლის არგენტინელმა ცერემონიაზე კატალონიელთა მოწოდებას ტაში არ დაუკრა

ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელიც სანტ ჟორდის ჯვრით (წმინდა გიორგის ჯვარი) დაჯილდოვდა, კატალონიის მთავრობის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, შეკრებილთა პოლიტიკურ ლოზუნგს იგნორირება გაუკეთა.

📸 დაჯილდოების ცერემონია

ცერემონიის დროს დარბაზში შეკრებილებმა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს და ამით მხარდაჭერა გამოუცხადეს კატალონიელ პოლიტიკოსებს, რომლებიც 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის შემდეგ, საპატიმროში რჩებიან.
 
სცენაზე მდგარმა 31 წლის არგენტინელმა ფორვარდმა, როდესაც სკანდირების მიზეზი გაიგო, ტაშის დაკვრა შეწყვიტა. ფაქტის ამსახველი ვიდეო El Chiringuito TV-ის ტვიტერზე გამოქვეყნდა.

📸 მესის იგნორირება

2018/19 წლების სეზონში ლიონელ მესიმ ბარსელონას მაისურით ყველა ტურნირსი 48 მატჩში ითამაშა, გაიტანა 48 გოლი და მითვალა 22 საგოლე პასი. ლა ლიგაში გატანილი 34 გოლით (68 ბალი) “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლას ლიდერობს.

"დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის. ამაყი ვარ ამ აღიარებით და პატივს მივაგებ ჯილდოს მნიშვნელობას, რომელიც მას კატალონიურ საზოგადოებაში აქვს", - დაწერა მესიმ ინსტაგრამზე.

ლიონელ მესი ბარსელონის მეორე ფეხბურთელია, ვინც 1981 წელს დაწესებული ჯილდო მიიღო. მანამდე სანტ ჟორდის ჯვარი კატალონიელთა ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, იოჰან კრუიფს გადაეცა.

კომენტარები

ბოლო ამბები