Thumbnail

ასე გამოიყურება ბათუმის ახალი სტადიონი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბათუმში უეფას IV კატეგორიის სტადიონი შენდება
  • სამშენებელო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება...

ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისადაა დაპროექტებულია და გათვლილია 20,000 მაყურებელზე. არენა ბათუმში ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარს მოიცავს.

მოედანზე ბალახს სექტემბერში დათესავენ. უკვე შესრულებულია გადახურვის სამუშაოების უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი.

პარალელურად, მიმდინარეობს გარე ფასადის, შიდა სათავსოების მოპირკეთებისა და სამღებრო სამუშაოები. ასევე სწრაფი ტემპებით სრულდება კომუნიკაციების სრული ქსელის მონტაჟი.

ბათუმის სტადიონი

ბათუმის სტადიონი უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისადაა დაპროექტებული და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი 🏟

Posted by შპს სტადიონი - LTD Stadium on ოთხშაბათი, 15 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები