Thumbnail

60 მილიონი ევრო სერბი ფორვარდის სანაცვლოდ - რეალის კიდევ ერთი ტრანსფერი

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • აინტრახტის ლუკა იოვიჩმა მადრიდის რეალთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • მადრიდულ კლუბი ტრანსფერში 60 მილიონ ევროს გადაიხდის

ლუკა იოვიჩი მადრიდის რეალს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. ამის შესახებ Sky Sports იუწყება, რომლის ცნობით, 21 წლის სერბმა ესპანურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად რეალი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

შეთანხმების მიხედვით, ფრანკფურტის აინტრახტი იოვიჩის ყოფილ გუნდს, ბენფიკას სატრანსფერო თანხის 20% გადაუხდის, რაც დაახლოებით 12 მილიონი ევროა. პორტუგალიურმა კლუბმა ლუკა გასულ ზაფხულს გაანათხოვრა გერმანიაში, აინტრახტმა ფეხბურთელის კონტრაქტი გასულ თვეში გამოისყიდა.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში 31 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. სერბმა 10 გოლი გაიტანა ევროპა ლიგაზე, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და გერმანული კლუბი ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.

ლუკა იოვიჩი რედ სტარ ბელგრადის აღზრდილია. სერბულ კლუბში 2016 წლამდე თამაშობდა და 42 მატში 12 გოლის გატანაც მოახერხა. შემდეგ იყო ბენფიკა სადაც ორი სეზონის განმავლობაში ძირითად გუნდში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და ფრანქფურტის აინტრახტში განათხოვრების წესით მოხვდა.

სერბეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში იოვიჩის ანგარიშზე 4 მატჩი და 1 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები