Thumbnail

'ამ კლუბს აინტერესებდა გიჟი ვიყავი თუ არა' - ამბობს ტოტენჰემის დენი როუზი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • როუზმა BBC-ზე ისაუბრა
  • ინგლისელი ამბობს, რომ ერთ-ერთ კლუბს გიჟი ეგონა...

ინგლისის ნაკრების და ტოტენჰემ ჰოთსპურის მცველი - დენი როუზი გასულ სეზონში დეპრესიას ებრძოდა. თუმცა 2018 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრებთან ერთად გატარებულმა პოზიტიურმა პერიოდმა - მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

მუნდიალის შემდეგ კლუბი, რომელსაც ტოტენჰემის მცველი არ ასახელებს მის დამატებას ცდილობდა, მოლაპარაკებების პროცესში მათ აინტერესებდათ როუზი გიჟი იყო თუ არა.

"ერთ-ერთი კლუბი ჩემ დამატებას ცდილობდა, დამირეკეს, შეხვედრა დამითქვეს, აინტერესებდათ გიჟი ვიყავი თუ არა - შეურაცყოფილი დავრჩი, ახლაც მწყინს ეს ამბავი, რა თქმა უნდა მათი წინადადება არც მე და არც ტოტენჰემმა არ განვიხილეთ."

28 წლის მოთამაშემ, ამის შესახებ კვირას, BBC-ზე კემბრიჯის ჰერცოგის - პრინც უილიამის შოუში ისაუბრა. როუზი დღეს ტოტენჰემ ჰოთსპურის ძირითადის მოთამაშეა, გუნდის, რომელიც 1 ივნისს მადრიდში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები