Thumbnail

'უნდა ვიზრუნოთ ძლიერი ტორპედოს შესანარჩუნებლად' - საბურთალოს განცხადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისური კლუბის ფინანსურ კრიზისს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გამოეხმაურა
  • თბილისურმა კლუბმა კონკურენტის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა

ქუთაისის ტორპედოში ფინანსური კრიზისია და დიდია შანსი, ფეხბურთელებმა დატოვონ გუნდი. ანუ, ტორპედო დაშლის პირასაა მისული. ქუთაისური კლუბის მხარდასაჭერად საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის საბურთალომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ...

საბურთალოს განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქუთაისის ტორპედოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უპირველესად, გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემასა და თანადგომას  კლუბისა და მისი განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე. ტორპედოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამ ისტორიას სათანადო გაგრძელება სჭირდება. კლუბის ბოლო დროინდელმა წარმატებამ, ფეხბურთის ქომაგებს ჩაუსახა იმედი და რაც მთავარია, საგრძნობლად გაზარდა კონკურენცია ეროვნულ ჩემპიონატში.

ს.კ. საბურთალო ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამართლიანი თამაშის წესებს. ასევე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის გაზრდას კლუბებს შორის. სწორედ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნაცვლად ტორპედოს შესუსტებისა, ყველა კლუბმა უნდა ვიზრუნოთ ძლიერი ტორპედოს შესანარჩუნებლად, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და წინსვლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ უახლოეს პერიოდში კლუბს მოუწევს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ევროპულ სარბიელზე. საბურთალო მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და კლუბებთან ერთად იმსჯელოს და გამონახოს საშუალება ტორპედოს დასახმარებლად.

🎙 "საბურთალოს" განცხადება 👇

Posted by FC Saburtalo on ხუთშაბათი, 16 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები