Thumbnail

ნაცუ ბაშო | 6-0! ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულამდე ოთხი მოგება რჩება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს დარბაზ "რიოკოგუ კოკუგიკანში" ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის იბრძვის, მონღოლ სეკივაკე იჩინოჯოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ბრძოლა საკმაო ხანს გაიწელა, თუმცა საბოლოოდ ქართველმა მონღოლს მაინც აჯობა და 6-0 ბალანსით ლიდერია. 

ნაცუ ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ქართველი სუმოისტი ურთიერთშეხვედრებში 9:24-ს აგებს. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5 მოუგო ყოფილ ოძეკის. 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ბაშოს წინ 10 გამარჯვების მიღწევა დაუთქვეს, თუკი მას ოძეკის ტიტულის დაბრუნება სურს. 

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-5 ნომერ იუტაკაიამას შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. გაგამარუს 4-2 ბალანსი აქვს და ახლა დივიზიონის მე-9 ნომერ მიტორიუს შეხვდება.

ნაცუ ბაშო. ლიდერები

6-0: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (სეკივაკე)

5-1: ასანოია (მაეგაშირა 8), ენჰო (მაეგაშირა 14)

4-2: 8 სუმოისტი. მათ შორის მიტაკეუმი (კომუსუბი)

კომენტარები

ბოლო ამბები