Thumbnail

ბექსთრით ბოიზის კონცერტი მილანში და სიმღერა ინტერის ფორმებში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ამერიკული პოპ-ჯგუფის შოუმ იტალიური საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია
  • ბენდის წევრებმა ბოლო სიმღერა შავ-ლურჯი ფორმებით შეასრულეს

ამერიკული პოპ-ჯგუფი ბექსთრით ბოიზი განსაკუთრებული პოპულარობით გასული საუკუნის 90-იან წლებში სარგებლობდა, თუმცა ბენდი დღემდე მოღვაწეობს და კონცერტებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

ბოლო კონცერტი ბექსთრით ბოიზმა მილანში, მედიონალუმ ფორუმზე გამართა და ამ გრანდიოზულმა შოუმ იტალიური საფეხბურთო სამყაროს ყურადღებაც მიიქცია. საქმე იმაშია, რომ კონცერტის ბოლოს, ბენდის წევრები ინტერის ფორმებში შეიმოსნენ და ბოლო სიმღერა სწორედ შავ-ლურჯი მაისურებით შეასრულეს. ამ ამბავმა იტალიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ჯგუფის მიმართ კი მილანის ნახევარი დიდი სიმპათიებით განეწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები