Thumbnail
  • მეგა ბიმაქსი 81:90 პარტიზანი
  • გოგა ბითაძე - 26 ქულა, 15 მოხსნა, 4 ბლოკი
გოგას სუპერთამაში პარტიზანთან მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

სერბეთის სუპერლიგის მე-6 ტურში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა პარტიზანს უმასპინძლა და 81:90 დამარცხდა. ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მარგი ქმედების საოცარი კოეფიციენტით (38) მატჩის MVP გახდა. 

29:19 წუთში გოგამ 26 ქულა (1 სამქულიანი), 15 მოხსნა და 4 ბლოკი მიითვალა. გოგამ 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 პერსონალური ჯარიმაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ პარტიზანის დამცველები გოგამ გაამწარა, ისინი 11-ჯერ დაჯარიმდნენ მის წინააღმდეგ თამაშში და ბითაძე მეგა ბიმაქსის ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელსაც +- კოეფიციენტი დადებითი ჰქონდა - მისი მოედანზე ყოფნისას მეგა ბიმაქსმა მეტოქეს 5 ქულის სხვაობით აჯობა. 

წაიკითხე | მე-10 ატლანტაში ან მე-14 ბოსტონში 

ეს უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაა, როცა გოგა ბითაძე 20 და მეტ ქულას აგდებს. მან სულ 5 მატჩი ითამაშა, მას მერე, რაც ბუდუჩნოსტიდან მეგაში დაბრუნდა და ყოველ ჯერზე 10 და მეტი ქულა ჩააგდო. 5-დან 3-ჯერ კი ორმაგი დუბლი მიითვალა. ბითაძე სერბეთის სუპერლიგაში ლიდერია, როგორც ქულებით, ასევე დაფარებებითა და მარგი ქმედების კოეფიციენტით. 

6-დან 4 მოგებით მეგა ბიმაქსი მეორე ადგილზე სუპერლიგის B ჯგუფში, რომელსაც დაუმარცხებლად სწორედ პარტიზანი ლიდერობს. მეგა ბიმაქსი 19 მაისს ნოვი პაზარს ესტუმრება. 

ბითაძის ბოლო 5 მატჩი მეგა ბიმაქსში'

V ნოვი პაზარი - 10 ქულა, 4 მოხსნა

V სლობოდა - 18 ქულა, 11 მოხსნა

V დინამიკი - 25 ქულა, 11 მოხსნა

V ტამიში - 20 ქულა, 3 მოხსნა, 3 დაფარება

V პარტიზანი - 26 ქულა, 15 მოხსნა, 4 დაფარება 

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • მილუოკი
  • ტორონტო
  • გოლდენ სტეიტი
  • პორტლენდი

კომენტარები

ბოლო ამბები