Thumbnail

მხოლოდ ერთი გეიმი - ბასილაშვილი ნადალთან რომშიც ვერაფერს გახდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 1:6, 0:6 რაფაელ ნადალი
  • ნადალმა ერთ დღეში ორი მეტოქე იოლად დაამარცხა

რომის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც იტალიის ღია პირველობაზე მე-14 ნომრად არის განთესილი, მე-2 ნომერ რაფაელ ნადალს შეხვდა და საათზე ოდნავ მეტ ხანში დამარცხდა - 1:6, 0:6.

ბასილაშვილი მესამედ დაუპირისპირდა ესპანელ ჩოგბურთელს და მესამედ დამარცხდა. არადა, მატჩი იმით დაიწყო, რომ ქართველ ჩოგბურთელს პირველივე გეიმზე შეეძლო ნადალის მოწოდების მოგება, მაგრამ ეს შანსი გაანიავა. 

სხვათა შორის, ნადალმა დღის განმავლობაში მეორე მატჩი ითამაშა, ჟერემი შარდის დამარცხების შემდეგ, ბასილაშვილსაც იოლად გაუსწორდა სულ 4 სეტი ითამაშა ორი მოთამაშის წინააღმდეგ და თითო გეიმი დათმო.  

იტალიის ღია პირველობის ვაჟთა ტურნირის საპრიზო ფონდი €5 207 405-ია. გამარჯვებული 1 000 ქულასა და €958 055-ს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები