Thumbnail

ფეხბურთელი, რომელიც მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 41 წლის ფეხბურთელი ნაკრებში კიდევ ერთხელ გამოიძახეს
  • ფორმინგას 15 კლუბში უთამაშია, ახლა კი პარი სენ ჟერმენშია

ბრაზილიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშე, მირალიდეს მასიელ მოტა, იგივე ფორმინგა, საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს თასისთვის ნაკრებში გამოიძახეს. ის მე-7 მუნდიალზე ითამაშებს, რითიც იმ რეკორდს მოხსნის, რომელსაც აქამდე იაპონელ ჰომარე სავასთან იყოფდა.

მირალიდესმა პირველი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1995 წელს ჩაატარა, 17 წლის ასაკში. მოტამ მედალი 2-ჯერ მოიგო - 1999 წელს ბრაზილიამ ნორვეგიას მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო 2007 წელს ჩინეთში გამართულ მსოფლიოს თასზე გერმანიამ ბრაზილიელებს ფინალი 2:0 მოუგო.

კაცებს შორის რეკორდი 5 მსოფლიოს ჩემპიონატია. მსგავსი შედეგი სამ ფეხბურთელს აქვს დაფიქსირებული: რაფა მარკესს, ანტონიო კარბახალსა და ლოთარ მათეუსს.

კომენტარები

ბოლო ამბები