Thumbnail

საქართველო XV-ის მორიგი გამოცდა - 2 მატჩი ინგლისის საგრაფოებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო XV ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორ მატჩს გამართვს
  • პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართება, მეორე შეხვედრა თბილისში

საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ზაფხულის პირველ თვეში ინგლისის საგრაფოებთან ორ მატჩს გამართავს. შარშან საქართველო XV-მა არგენტინის XV-ს მოუგო და ბრაზილიასთან დამარცხდა. წელს კი რუსეთის A ნაკრებთან ითამაშეს.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებული. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება. შეკრება პირველ ივნისს დაიწყება. პირველი მატჩი 7 ივნისს 'აია არენაზე' შედგება, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 11 ივნისს 'ავჭალის სტადიონზე'. ორივე მატჩი 18:00-საათზე დაიწყება. ბესიკ ხამაშურიძის გუნდს სამ მატჩში ერთი მოგება და 2 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები