Thumbnail

კარკაძის მეორე ფრანგული კლუბი - ქართველმა ორიაკი დატოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვანო კარკაძე კარიერას ფრანგულ ბრივში გააგრძელებს
  • ქართველი მორაგბის პირველი ფრანგული კლუბი ორიაკი იყო

საქართველოს მორაგბეთა და ასაკობრივი ნაკრებების წევრი, ვანო კარკაძე კარიერას ფრანგულ ბრივში გააგრძელებს, რომელიც TOP 14-ში აღზევებისთვის იბრძვის.  ქართველი მორაგბის პირველი ფრანგული კლუბი ორიაკი იყო, სადაც ნაკრების რამდენიმე მორაგბესთან ერთად თამაშობდა. კარკაძეს არც ბრივთან შეგუება გაუჭირდება, რადგანაც ამ გუნდში 5 ქართველი მორაგბე თამაშობს: კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა, ოთარ გიორგაძე და ვასილ ლობჟანიძე.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, კარკაძე გუნდში ორ სეზონს გაატარებს. ბრივი ნახევარფინალში ვანის წინააღმდეგ ითამაშებს და ფინალში გასვლის შემთხვევაში TOP 14-ის საგზურისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები