Thumbnail
  • ბაიერნის ბომბარდირმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს
  • 30 წლის პოლონელით მანჩესტერ იუნაიტედი და პსჟ ინტერესდებიან
  • მიუნხენელებს თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანაგრძლივება სურთ

მანჩესტერ იუნაიტედი და პარი სენ-ჟერმენი რობერტ ლევანდოვსკით ინტერესდებიან. მიუნხენის ბაიერნის პოლონელი თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერზე გერმანული Kicker იუწყება, რომლის ცნობით, ინგლისურმა და ფრანგულმა კლუბებმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში განსახორციელებელი ტრანსფერის შესაძლებლობასა და მის სავარაუდო ფასზე ბავარიელებს უკვე მიმართეს. 

რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნის ღირსებას 2014 წლიდან იცავს, სადაც დორტმუნდის ბორუსიიდან გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ბუნდესლიგის 32 მატჩში ითამაშა და 22 გატანილი გოლით (3 პენალტით) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე ასევე 7 საგოლე პასია.

მიუნხნის ბაიერნს 30 წლის პოლონელ ბომბარდირთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა თავად ფეხბურთელი არც სხვა კლუბების ვარიანტების განხილვაზე ამბობს უარს.

Transfermarkt პოლონელი ლეგიონერის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 70 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები