Thumbnail
  • რაფაელ ნადალი 6:0, 6:1 ჟერემი შარდი
  • გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მე-16 ჩოგანი ხდება

რომის მასტერსის მე-2 წრეში მე-2 ნომრად განთესილმა რაფაელ ნადალმა (ესპანეთი) მხოლოდ ერთი გეიმი დათმო ფრანგ ჟერემი შარდისთან ორთაბრძოლაში და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს - 6:0, 6:1. მერვედფინალში ნადალის მეტოქე მე-14 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილია (18), ეს თამაში დღეს, 21:30-ზეა ჩანიშნული. 

ასე რომ, ნადალს დღეში ორი მატჩის გამართვა უწევს, მაშინ, როცა ბასილაშვილმა მეორე წრის მატჩი 14 მაისს მოიგო, როცა ლასლო დიერე ორ სეტში დაამარცხა

საქმე ისაა, რომ წვიმამ რომის მასტერსის ოთხშაბათის დღე მთლიანად ჩაშალა დღეს კი რომში 50-ზე მეტი მატჩია დაგეგმილი. ეს კი დასვენებული ბასილაშვილის შანსია. აქამდე ნიკა ორჯერ შეხვდა ნადალს და ორივეჯერ დამარცხდა. 

ორი წლის წინ პარიზში ნიკამ მხოლოდ 1 გეიმი მოუგო ნადალს

იტალიის ღია პირველობის ვაჟთა ტურნირის საპრიზო ფონდი €5 207 405-ია. გამარჯვებული 1 000 ქულასა და €958 055-ს მიიღებს. ნადალის დამარცხების შემთხვევაში ნიკას 2 015 სარეიტინგო ქულა დაუგროვდება და ის მე-16 ადგილზე გადაინაცვლებს რეიტინგ-ლისტში. საპრიზო ფონდიდან კი €128 200 შეხვდება. 

სექტემბერში კი ბრძოლა თითქმის 4 საათს გაგრძელდა

ბასილაშვილი V ნადალი

2017 წ. ივნისი: როლან გაროსი. 1/16 ფინალი - 0:6, 1:6, 0:6

2018 წ. სექტემბერი: US ოუფენი. 1/8 ფინალი - 3:6, 6:3, 6:7 (6:8), 4:6

კომენტარები

ბოლო ამბები