Thumbnail
  • პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში დერბიმ ლიდსს აჯობა
  • დერბი ქაუნთის ფეხბურთელებმა მარსელო ბიელსას ჯაშუშობის ფაქტები გაუხსენეს
  • ფრენკ ლამპარდის დერბი ქაუნთი ფინალში ჯონ ტერის ასტონ ვილას შეხვდება

ინგლისის პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში, დერბი ქაუნთიმ სტუმრად ლიდსის დამარცხება მოახერხა. შინ მინიმალური ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ, ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა გასვლაზე 4:2 გაიმარჯვეს და ფინალში გავიდნენ, სადაც მეტოქედ ასტონ ვილა ეყოლებათ. 

ლიდსთან მიღწეული წარმატების შემდეგ, დერბი ქაუნთის გახარებულმა ფეხბურთელებმა მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა დატროლეს. 

January: Marcelo Bielsa sends Leeds staff to spy on Derby training 🕵 May: Derby beat Leeds in the play-offs ⚽ Revenge 😏

Posted by Soccer AM on ხუთშაბათი, 16 მაისი, 2019

ამ ყველაფერს წინ გახმაურებული, საინტერესო ისტორია უძღოდა: 63 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა იანვარში, დერბისთან ჩემპიონშიპის 27-ე ტურის მატჩის წინ, მეტოქე გუნდის ვარჯიშის დასაზვერად თავისი თანაშემწე გაგზავნა. მაგრამ დურბინდით შეიარაღებული "ჯაშუში" გამოიჭირეს, ბიელსას კი ასეთი ხრიკის გამო, ინგლისის ფეხბურთის ლიგისგან (EFL) დაწესებული ჯარიმის, 200 ათასი ფუნტის თავისი ჯიბიდან გადახდა მოუხდა. 

მარსელო ბიელსას ჯაშუშობამ მაინც ვერ უშველა

დერბი ქაუნთის ფეხბურთელებმა სწორედ ამ ამბავზე იხალისეს და პლეი ოფის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მიღწეული წარმატების შემდეგ, ტელეკამერების წინ დურბინდიდან თვალთვალის იმიტაცია შეასრულეს.

ჯონ ტერი და ფრენკ ლამპარდი გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ გაიყვანენ

ბირმინგემის ასტონ ვილამ პლეი ოფის ნახევარფინალში ვესტ ბრომვიჩს აჯობა (2:1, 1:1). საინტერესოა, რომ ასტონ ვილას სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად ლამპარდის ყოფილი პარტინორი ჩელსიში, ჯონ ტერია დასაქმებული. 

პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი 27 მაისს, ლონდონში, "უემბლიზე" ჩატარდება. ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ასტონ ვილამ მე-5 ადგილი დაიკავა, დერბი ქაუნთიმ - მე-6.

კომენტარები

ბოლო ამბები