Thumbnail

2005 წელს მეკარე დევიდ ჯეიმსმა პრემიერლიგაში თავდამსხმელად ითამაშა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პრემიერლიგის 2004-05 წლების სეზონი
  • მანჩესტერ სიტის მეკარე - დევიდ ჯეიმსი მწვრთნელმა თავდამსხმელზე გადაწია...

ინგლისის ნაკრების, ლივერპულის და მანჩესტერ სიტის ყოფილი მეკარე - დევიდ ჯეიმსი 2005 წელს სიტის მთავარმა მწვრთნელმა - სტიუარტ პირსმა მეკარიდან, თავდამსხმელის პოზიციაზე გადაწია. კლაუდიო რეინა, სათადარიგო მეკარემ - ნიკი ვივერმა შეცვალა, ხოლო ჯეიმსმა წინ აიწია.

ამ ფაქტიდან 14 წელი გავიდა, განწირული მატჩის გადასარჩენად, ბოლო წუთებზე წინ ბევრი მეკარე წასულა, მაგრამ ფორვარდზე, მინდვრის მოთამაშის მაისურით პრემიერლიგაში მას შემდეგ არავის უთამაშია.

დევიდ ჯეიმსი უტევს მიდლსბროს კარს

ერთადერთი შემთხვევა რისი გახსენებაც ღირს, ეს ლივერპულის პეპე რეინას კამეოა 2006 წელს შვეიცარიაში შეკრებისას, კაიზერსლაუტერნთან მატჩში, სადაც რაფა ბენიტესმა რეინა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჯეიმსი ცუდად არ გამოიყურებოდა, რასაც ვიდეოშიც ნახავთ. ვეტერანმა მეკარემ, შემდეგ პორტსმუთში კარგი სეზონები ჩაატარა და ფაბიო კაპელოს ინგლისთან ერთად 2010 წლის მუნდიალზეც ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები