Thumbnail

გრიზმანი, დე იონგი, დე ლიხტი - როგორი იქნება ბარსას შემადგენლობა მომავალ წელს?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბარსას სავარაუდო სასტარტო მომავალ წელს
  • კატალონიელები დე იონგის გარდა კიდევ 2 დიდ ტრანსფერს ამზადებენ...

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანტუან გრიზმანი სეზონის ბოლოს ატლეტიკოს ტოვებს და სავარაუდოდ კარიერის ბარსელონაში განაგრძობს.

ბარსელონა 2019-20

28 წლის შემტევს, ატლეტიკოს შემადგენლობაში 256 მატჩში, 133 გოლი აქვს გატანილი. "საოცარი 5 წელი გავატარე მადრიდში, დიდი მადლობა ყველას." - განაცხადა გრიზმანმა.

ბარსა მზად არის ფრანგის სანაცვლოდ გამოსასყიდი 120 მილიონი გადაიხადოს. ვალვერდეს გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ლივერპულთან მარცხით ცუდად დასრულდა, თუმცა მომავალ წელს ბარსას მინდორზე გაცილებით ძლიერი გუნდი ეყოლება.

გრიზმანის შესაძლო ტრანსფერთან ერთად, გუნდს აიაქსის ფრანკი დე იონგი დაემატება და ასევე სავარაუდოა, რომ ამსტერდამელთა კაპიტანი - მატეი დე ლიხტიც კამპ ნოუზე ვიხილოთ.

ვის შეცვლის ზემოთ ნახსენები სამეული ძნელი მისახვედრი არ არის - შეტევაში დემბელეს და ფელიპე კოუტინიოს ბედი გაურკვეველია, არტურო ვიდალს და რაკიტიჩს მოედნის ცენტრში მოკლებული აქვთ, ხოლო დე ლიხტი დაცვაში ლანგლე - უმტიტიდან ერთ-ერთს შეცვლის. 

კომენტარები

ბოლო ამბები