Thumbnail

შახტარმა უკრაინის თასი მოიგო! ხოჭოლავას მესამე ტიტული

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შახტარი 4:0 ინგულეცი
  • დავით ხოჭოლავამ უკრაინაში მესამე ტიტული მოიგო

დავით ხოჭოლავას შახტარმა უკრაინის თასის ფინალში ნიკოლოზ სიჭინავას ინგულეცს ანგარიშით 4:0 მოუგო და უკრაინის თასს მეცამეტედ დაეუფლა. ხოჭოლავას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო სიჭინავა 35-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

დონეცკელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და პირველლიგელ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

ხოჭოლავა თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს

ოთხივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს - ბრაზილიელებმა სამჯერ გამოიჩინეს თავი: მატეუს მარტინსის დუბლი და ჟუნიორ მორაეშის გოლი. ერთიც ებრაელი მანორ სოლომონის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის 65-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

დავით ხოჭოლავამ უკრაინაში მესამე ტიტული მოიგო. ქართველმა მცველმა შარშანდელ სეზონში უკრაინის ჩემპიონობა და უკრაინის თასის მოგება შეძლო.

შახტარი 4:0 ინგულეცი 📺

კომენტარები

ბოლო ამბები