Thumbnail

კენდო | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბელგრადში გაიმართება ევროპის 29-ე ჩემპიონატი კენდოში
  • ტურნირში საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით იასპარეზებს

24-26 მაისს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება ევროპის 29-ე ჩემპიონატი კენდოში. ტურნირში საქართველოს კენდოს ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატში იასპარეზებენ როგორც უფროსები, ისე იუნიორები. საქართველოს ნაკრები სერბეთში 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთში 23 მაისს გაემგზავრება. საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის ქვეყნების კენდოს ფედერაციების გენერალურ ასამბლეაში, რომელსაც ჩაატარებენ საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების უმაღლესი წარმომადგენლები და დაამტკიცებენ ჩემპიონატის ახალ რეგულაციებს, ასევე მიიღებენ სხვადასხვა დადგენილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კენდოს განვითარებას ევროპაში. 26 მაისს, გაიმართება ჩემპიონატის დახურვის ცერემონია და მონაწილეთა დაჯილდოება.

კომენტარები

ბოლო ამბები