Thumbnail

ნაცუ ბაშო | გაგამარუს მეორე მარცხი, ქართველს ეფექტური ილეთით მოუგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუ ნაცუ ბაშოს მე-5 დღეს დამარცხდა
  • ჯურიოს დივიზიონს ტაკაგენჯი ლიდერობს

ნაცუ ბაშოს მე-5 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მარცხი იწვნია. ქართველმა სუმოისტმა, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-7 ნომერია, სოკუკრაისთან ბრძოლა შიტატენაგეს ილეთით დათმო და ახლა ნაცუ ბაშოზე 2 მარცხი აქვს. ბრძოლა დოჰიოს ცენტრში მიმდინარეობდა, თუმცა სოკუკურაიმ ეფექტური მოძრაობით გაგამარუს დამარცხება შეძლო.

გაგამარუს 3-2 ბალანსი აქვს. ჯურიოს დივიზიონს ტაკაგენჯი ლიდერობს, რომელსაც 5-დან 5 მოგება აქვს. მან მე-5 დღეს იუტაკაიამას მოუგო, რომელსაც 4-დან 4 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები