Thumbnail

ახალი სარაგბო სიმულაცია გზაშია - Rugby World Cup 2019 ოფიციალურად დადასტურდა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Rugby 18-მა გეიმერებს იმედი გაუცრუა
  • Eko Software გვპირდება, რომ ახალი თამაში ოქროს სტანდარტს დააწესებს
  • RWC 2019 მსოფლიო თასის დაწყებამდე გამოვა

არავისთვისაა უცნობი, რომ 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში გაიმართება. ტურნირის დაწყებამდე 128 დღით ადრე, Bigben-მა და Eko Software-მა რაგბის მოყვარული გეიმერები გაახარეს და განაცხადეს, რომ მსოფლიო თასამდე რაგბის ახალ სიმულაციას გამოუშვებენ.

დიახ, სწორად ხედავთ, გარდასახვას კვაჭი ასრულებს

წინა წლების სარაგბო სიმულაციები, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებდა. მათ უმეტესობაში ისეთი მნიშვნელოვანი სარაგბო კომპონენტები არ იყო გათვალისწინებული, რომ თამაში სპორტის ამ სახეობაში გაცნობიერებულ ადამიანებს უკმაყოფილების გრძნობას უტოვებდა. თუმცა, ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება და ახალი სარაგბო სიმულაციის მიმართ მოლოდინი იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე.

'Eko Software რაგბის სიმულაციაზე უკვე თითქმის ორი წელია მუშაობს. მათ გაითვალისწინეს ის ნეგატიური კომენტარები, რომლებიც Rugby 18-ის მოთამაშეებისგან მიიღეს და იმედოვნებენ, რომ თამაშის ახალი ვერსია რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს იქნება', - წერია პრეს რელიზში.

კომპანიის მიზანი სარაგბო სიმულაციებში ახალი, ოქროს სტანდარტის დაწესებაა და ამისათვის მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს - გაამრავალფეროვნეს თამაშის ტაქტიკური მხარე, გააუმჯობესეს გრაფიკა და ხელოვნური ინტელექტი.

'თამაშის განვითარების ეტაპზე სტუდიამ მრავალი ექსპერტი დაიქირავა. შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სარაგბო სიმულაციის ტაქტიკური ნაწილი ასეთი დახვეწილი არასდროს ყოფილა'.

მთავარი, რაც რაგბის მოყვარულ გეიმერებს აინტერესებთ, მაინც ისაა, იქნება თუ არა თამაშში ოფიციალური ლიცენზიები და იხილავენ თუ არა საყვარელ მორაგბეებს, მათი რეალურთან მიახლოებული მონაცემებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიას ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პრეს რელიზით დადასტურდა ისიც, რომ თამაში PS4-ზე, Xbox One-ზე და PC-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაცია ნამდვილად იმედის მომცემია, თუმცა ჯერჯერობით თამაშის გეიმფლეი არავის უნახავს.

კომენტარები

ბოლო ამბები