Thumbnail

ნაცუ ბაშო | დაუმარცხებელი ტოჩინოშინი - საქმის ნახევარი გაკეთებულია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 'კოკუგიკანში' ბაშოს მე-5 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • გაგამარუს 3-2 ბალანსი აქვს
  • ტოჩინოშინმა კვლავ იორიკირის ილეთით მოიგო

ტოკიოს "რიოკოგუ კოკუგიკანში" ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-5 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. 

ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა მეტოქე. ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს ძალით აჯობა და კიდესთაბ მიყვანილი, დოჰიოდან გაიყვანა. ტოჩინოშინს 5-0 ბალანსი აქვს და ბაშოს ლიდერებშია.

ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი სეკივაკე იჩინოჯოა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 15:5-ს უგებს. კიდევ ერთ დაპირისპირებაში მონღოლი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა. 

ტრავმის გამო ბაშოდან მოიხსნა დებიუტანტი ოძეკი ტაკაკეიშო, მის მეტოქე ტამავაშის კი გამარჯვება უბრძოლველად ჩაეთვალა. ჯერ ცნობილი არ არის, შეძლებს თუ არა ტაკაკეიშო ბაშოზე დაბრუნებას და დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას. 

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-5 ნომერ სოკოკურაის დაუპირისპირდა და შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა. ქართველ სუმოისტს 3-2 ბალანსი აქვს და ისევ ჯურიოს მე-5 ნომერს, ამჯერად, იუტაკაიამას ხვდება. 2:0 ქართველის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ბაშოს ტრავმის გამო ტოვებს იმპერატორის თასის 42-გზის მფლობელი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. ტოჩინოშინს კი ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის 15-დან 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება. ასე რომ, საქმის ნახევარი გაკეთებულია!

ნაცუ ბაშო. ლიდერები

5-0: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (სეკივაკე), ასანოიამა (მაეგაშირა 8)

4-1: აბი (მაეგაშირა 4), შოდაი (მაეგაშირა 7), ენჰო (მაეგაშირა 14), კოტოეკო (მაეგაშირა 15)

3-2: 12 სუმოისტი - მათ შორის: ტაკაიასუ (ოძეკი), გოეიდო (ოძეკი), ტაკაკეიშო (ოძეკი), მიტაკეუმი (კომუსუბი)

გამოკითხვა

ნაცუ ბაშო - რამდენ ბრძოლას მოიგებს ტოჩინოშინი

  • 8.5-ზე მეტი
  • 9.5-ზე მეტი
  • 10.5-ზე მეტი
  • ტოჩინოშინი გახდება ოძეკი
  • ტოჩინოშინი მოიგებს ნაცუ ბაშოს

კომენტარები

ბოლო ამბები