Thumbnail

ტიტულის შანსი - კვერკველია და კვარაცხელია რუსეთის თასის ფინალში გავიდნენ

  • ქართველების გუნდი მოსკოვის ლოკომოტივი რუსეთის თასის ფინალში გავიდა
  • რკინიგზელებმა როსტოვს 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად მოუგეს - 2:0
  • საბა კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელიამ - ბოლო წუთებზე
  • რუსეთის თასის ფინალში მოსკოვის ლოკომოტივი ურალს დაუპირისპირდება

საბა კვერკველია და ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში, ტიტულის რუსეთში მოგებასთან ახლოს არიან. ქართველი ლეგიონერების გუნდმა მოსკოვის ლოკომოტივმა თასის ნახევარფინალში როსტოვის ბარიერი ორი მატჩის ჯამში დაძლია და გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 22 მაისს, "სამარა არენაზე" ჩატარდება, ურალს დაუპირისპირდება.

ლოკომოტივმა როსტოვთან საშინაო შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა, სტუმრად გამართულ საპასუხო მატჩში კი მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. "როსტოვ არენაზე" შეუცვლელად ითამაშა საბა კვერკველიამ, რომელიც 37-ე წუთზე გააფრთხილეს. ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო იყო, თამაშში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 91-ე წუთზე ჩაერთო.

კვერკველია და კვარაცხელია ლოკომოტივთან ერთად ფინალში გასვლას ზეიმობენ

საბა კვერველიას რუსეთის თასის მოგების შანსი კარიერაში მესამედ, მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად კი მეორედ აქვს. საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველმა ეს ჯილდო პირველად 2011/12 წლების სეზონში, ყაზანის რუბინთან ერთად დაისაკუთრა, ამჟამინდელ კლუბთან ერთად კი - 2016/17 წლების სეზონში. ამასთან, საბა ლოკომოტივში შარშან რუსეთის ჩემპიონიც გახდა. 

18 წლის ხვიჩა კვარაცხელიასთვის კი, რომელიც რუსთავის ფეხბურთელია და მოსკოვის ლოკომოტივში სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის, ეს კარიერაში პირველი ტიტულის მოგების შანსია.

კომენტარები

ბოლო ამბები