Thumbnail

100%-ით ოძეკი? ტოჩინოშინი: ჯერ ამაზე არ ვფიქრობ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის კომენტარი ტამავაშის დამარცხების შემდეგ
  • ტოჩინოშინს იმპერატორის თასის მოპოვების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევენ

ზაფხულის (ნაცუ) ბაშოზე დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) 4-0 ბალანსით ტურნირის ერთ-ერთი ლიდერია. მას მერე, რაც ქართველმა სუმოისტმა ტამავაში დაამარცხა, ბაშოზე სულ სამი ბეჭდაუდებელი დარჩა: ტოჩინოშინი, დიდი ჩემპიონი კაკურიუ და რიგითი მაეგაშირა ასანოიამა. 

ბოლოს ასეთი სტარტი ტოჩინოშინს შარშანდელ ნაგოიას ბაშოზე ჰქონდა, როცა ტოჩინოშინმა ზედიზედ ხუთი სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო მეექვსესთან ორთაბრძოლაში და ქართველის პრობლემებიც აქედან დაიწყო. სხვათა შორის, მაშინ სწორედ დღევანდელ მეტოქე ტამავაშისთან დამარცხდა და დაშავდა ქართველი რიკიში. 

16 მაისს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 2:3-ს აგებს. 

იაპონურ მედიაში დაითვალეს, რომ მხოლოდ 4-მა სუმოისტმა მოახერხა ოძეკის ტიტულის უმალ დაბრუნება, თუმცა თუკი სტარტზე რიკიში 4-ვე ორთაბრძოლას იგებდა, ის აუცილებლად იბრუნებდა ტიტულს. 

Sankei Sports-მა ასე დაასათაურა სტატია: "100%-ით ოძეკი". თავად ტოჩინოშინი კი ცდილობს, ამ თემაზე არ იფიქროს:

ტოჩინოშინი: (nikkansports.com) "ერთ მომენტში ძალზე სახიფათო სიტუაციაში ვიყავი, თუმცა გამოძრომა მოვახერხე. ტამავაში ძალიან ძლიერი მეტოქეა.

თავს ძალზე კომფორტულად ვგრძნობ, თითქმის დარწმუნებული ვარ წარმატებაში, თუმცა ვცდილობ, ოძეკის ტიტულზე  და 10 მოგებაზე არ ვიფიქრო.

თითო ნაბიჯით წავიწევ წინ, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. მინდა, ბოლომდე ამ განწყობით გავიარო ეს ბაშო". 

სხვათა შორის, იაპონურ მედიაში ტოჩინოშინს არა მარტო ოძეკის რანგის დაბრუნების კანდიდატად, არამედ, იმპერატორის თასის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატადაც მიიჩნევენ. 

გამოკითხვა

ნაცუ ბაშო - რამდენ ბრძოლას მოიგებს ტოჩინოშინი

  • 8.5-ზე მეტი
  • 9.5-ზე მეტი
  • 10.5-ზე მეტი
  • ტოჩინოშინი გახდება ოძეკი
  • ტოჩინოშინი მოიგებს ნაცუ ბაშოს

კომენტარები

ბოლო ამბები