Thumbnail

'ასეთ პირობებში კლუბს არ დავტოვებ' - ტორპედოს პრეზიდენტის განცხადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტორპედოში არსებულ ფინანსურ კრიზისს ზაალ ჩაჩავა გამოეხმაურა
  • პრეზიდენტის თქმით, ყველაფერს აკეთებს რომ გუნდი არ დაიშალოს

ქუთაისის ტორპედო მძიმე ფინანსურ კრიზისშია. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი აცხადებს, შესაძლოა უკვე მომდევნო მატჩამდე გუნდი დაიშალოს. ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი არ აუღიათ და რა იქნება მომავალში, დღეს რთული სათქმელია.

ქუთაისურმა კლუბმა სოციალურ ქსელში ტორპედოს პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას განცხადება გაავრცელა, რომელიც შექმნილ ვითარებას ეხება. ჩაჩავას თქმით, კლუბი უცხოელმა ინვესტორმა დატოვა და ფინანსური კრიზისიც ამიტომ შეიქმნა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ის არ აპირებს კლუბის გაჭირვებაში დატოვებას და ყველაფერს გააკეთებს, რომ ტორპედო კონკურენტუნარიანი გუნდი იყოს ეროვნულ ლიგაში და მონაწილეობა მიიღოს ევროტურნირზე.

ზაალ ჩაჩავას თქმით, ტორპედოს ფეხბურთელებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ საქართველოში და უცხოური ინვესტიციის გარეშე რთულია ვარსკვლავური შემადგენლობის შენარჩუნება. ჩაჩავას განცხადებით, კლუბში რეორგანიზაციას უნდა ველოდოთ, თვითონ კი ცდილობს რომ შეინარჩუნოს ტორპედოს ისტორიაში საუკეთესო გუნდი.   

ზაალ ჩაჩავა: "პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც...

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 15 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები