Thumbnail

'ახლა მიხვდებით, რასაც ვამბობდი' - ჟოზე იუნაიტედის პრობლემებზე ალაპარაკდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჟოზემ ყოფილ კლუბზე ისაუბრა
  • მოურინიომ აღნიშნა, რომ პრობლემები ისევ გუნდშია...

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო კლუბის პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ 10 თვის წინ ის მართალი იყო. გუნდს სულშერის ხელში საოცარი სტარტი ჰქონდა, თუმცა ბოლო 12 მატჩიდან მანჩესტერმა 8 წააგო.

"10 თვის წინ ვთქვი, რომ 8 ჩემპიონობის შემდეგ, წინა წელს იუნაიტედით მეორე ადგილი ჩემი ყველაზე კარგი შედეგი იყო, ახლა მიხვდება ხალხი ამას. იუნაიტედზე საჯაროდ არასოდეს ვლაპარაკობ, მხოლოდ 2 რამეს ვიტყვი 1. დრო გვიჩვენებს ყველაფერს, 2. ის პრობლემები რაც იყო დღესაც გუნდშია."

იყო თუ არა პოგბა გუნდის მთავარი პრობლემა მორუნიო პასუხობს, რომ არა... "ამ კითხვაზე კის ვერ გიპასუხებთ, პოგბა არ იყო მთავარი პრობლემა... ბევრი რამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ - მენეჯმენტი, ამბიცია, ფეხბურთელები და ა.შ."

კომენტარები

ბოლო ამბები