Thumbnail

U17 საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • განვითარების თასი.
  • საქართველო 1:3 უკრაინა
  • გიორგი ნემსაძის გუნდმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე ჯგუფის მე-3 შეხვედრა გამართა. გიორგი ნემსაძის შეგირდები ამჯერად უკრაინას დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ.

პირველ ორ შეხვედრაში ქართველმა ახალგაზრდებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯერ ყაზახი თანატოლები დაამარცხეს (3:2), ხოლო შემდეგ მოლდოველები (3:0). ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები განაგრძობს მინსკის ტურნირზე ასპარეზობას და მე-4 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა.

კომენტარები

ბოლო ამბები