Thumbnail

სიღნაღის ბაშო - ქართული სუმო ტოჩინოშინის და გაგამარუს მხარდასაჭერად

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირის მიზანი საქართველოში სუმოს პოპულარიზაციაა
  • 2018 წელს, ბაშო ორჯერ ჩატარდა ხარაგაულში

19 მაისს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს 2019 წლის პირველ ბაშოს, ქალაქ სიღნაღში. ტურნირის მიზანი ტოჩინოშინის და გაგამარუს გამხნევებაა. ასევე, საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია. სიღნაღის ბაშოს საპრიზო ფონდია: I ადგილი 1000 ლარი, ხოლო II ადგილი  500 ლარი. ბაშოს გამარჯვებული 1000 ლართან ერთად მიიღებს ტოჩინოშინის კიმონოს ხელმოწერასთან ერთად.

2018 წელს ბაშო ორჯერ ჩატარდა ხარაგაულში

“საქართველოში ბაშოს ჩატარების იდეა გასულ წელს გაგვიჩნდა და პირველი ტურნირი ივლისში, ხარაგაულში გავმართეთ. კარგი გამოხმაურება მოჰყვა და შემდეგ, ასევე ხარაგაულში უკვე ზამთრის ბაშო ჩავატარეთ. 2019 წლის სეზონს სიღნაღში ვხსნით და წინ ძალიან საინტერესო ბაშო გველოდება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სპორტსმენები, ისე მოყვარული სუმოისტები. დაახლოებით 20 მონაწილეს ველოდებით, ჯერ ჯგუფური ეტაპი ჩატარდება, ხოლო შემდეგ პლეი ოფის ორთაბრძოლები. ეს პროექტი ემსახურება ერთი მხრივ სუმოს პოპულარიზაციას საქართველოში და მეორე მხრივ, ქართველი სუმოისტების: გაგამარუს და ტოჩინოშინის მხარდაჭერას ნაცუ ბაშოზე”. - განაცხადა popsport.com-თან საუბარში სიღნაღის ბაშოს ორგანიზატორმა მირიან შარიქაძემ.

კომენტარები

ბოლო ამბები