Thumbnail

ამხანაგური მატჩი | U17 საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, თუმცა მეორეში 3 გოლი გაუშვა 
  • მეორე ამხანაგური მატჩი საქართველოს და შვეიცარიის ნაკრებებს შორის 16 მაისს შედგება

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა შვეიცარიაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გიორგი ჩიტაურის შეგირებმა შვეიცარიელ თანატოლებთან შეხვედრა კარგად დაიწყეს და 30-ე წუთზე, გიორგი აბუაშვილის გოლით გახსნეს ანგარიში.

პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა დასკვნით 10 წუთში მასპიძლებმა სტუმართა შეცდომებით ისარგებლეს და თამაშის შემოტრიალება შეძლეს - 3:1 შვეიცარიის სასარგებლოდ.

U17 შვეიცარია 3:1 U17 საქართველო

U17 საქართველო: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, იობაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გეგიაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები