Thumbnail

'მხარდაჭერა მათ, ვინც აღიარებს, რომ გეია' - გრიზმანი ქამინგ-აუთზე

  • ატლეტიკოს თავდამსხმელმა სექსუალურ უმცირესობებზე ილაპარაკა
  • 28 წლის ფრანგისთვის საამაყო იქნება, თუ მისი თანაგუნდელი აღიარებს, რომ გეია 

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ჰომოსექსუალების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს და სავარაუდოდ, ბარსელონაში გადაბარგდება, მოხარული იქნება, თუკი ერთ დღეს მისი რომელიმე თანაგუნდელი თავის ორიენტაციაზე თამამად ილაპარაკებს. 

"ვიამაყებ იმ თანაგუნდელით, რომელიც ქამინგ აუთს შეძლებს, საკუთარ თავში იპოვის ძალას და ამის შესახებ სახალხოდ იტყვის. ვფიქრობ, ეს კარს გაუხსნის სხვა ადამიანებსაც. თუკი ასეთ ადამიანს გააკრიტიკებენ, და ეს ასეც იქნება, ჩვენ მას გვერდში დავუდგებით, რათა კვლავაც იამაყოს და დარჩეს ბედნიერი. ყველა ადამიანს აქვს თავისი გემოვნება პირად ცხოვრებაშიც და მისწრაფებებშიც. შესაბამისად, აუცილებელია, გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანს, რომლებიც აღიარებს, რომ გეია", - აქვეყნებს გრიზმანის ნათქვამს L'Equipe

მეტი ამ თემაზე: ‘აღარ მინდა ტყუილში ცხოვრება!’ - ავსტრალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გეია

28 წლის თავდამსხმელი შარშან საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მანამდე კი მან ევრო 2016-ზე ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ესპანეთის 2018/19 წლების ჩემპიონატში ანტუან გრიზმანმა 36 მატჩში ითამაშა და 15 გოლი გაიტანა, მადრიდის ატლეტიკო კი ტურნირს მეორე ადგილზე ასრულებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გრიზმანი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს, სადაც სავარაუდოდ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.

კომენტარები

ბოლო ამბები