Thumbnail

ნაცუ ბაშო | ოთხიდან ოთხი! ტოჩინოშინმა მონღოლი ტამავაში დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს დარბაზ 'კოკუგიკანში' ნაცო ბაშოს მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მონღოლ ტამავაშის (მე-3 მაეგაშირა) შეხვდა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.მონღოლმა მეტოქე კიდემდე მიიყვანა, მაგრამ ტოჩინოშინმა თავი შეიმაგრა, სუკუინაგეს მცდელობაც აიცილა თავიდან და მეტოქის მავაში ხელთ იგდო. 

ასპარეზობის მე-5 დღეს ქართველი რიკიშის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება. 26 წლის იაპონელთან ლევანს უარყოფითი ბალანსი აქვს - 2:3.

ნაცუ ბაშოს 3 ლიდერი ჰყავს 4-0 ბალანსით: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (სეკივაკე), ასანოიამა (მაეგაშირა 8)

ჯურიოს დივიზიონის მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჰატაკიკომის ილეთით გავიდა ფონს კოტოიუკისთან ორთაბრძოლაში. გაგამარუს 3-1 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-5 ნომერი სოკოკურაი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ ტურნირს ტრავმის გამო დააკლდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელმაც იმპერატორის თასი რეკორდულად, 42-ჯერ მოიგო. ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 15-დან სულ მცირე, 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება, რომ ჩემპიონის (ოძეკი) რანგი დაიბრუნოს.  

გამოკითხვა

ნაცუ ბაშო - რამდენ ბრძოლას მოიგებს ტოჩინოშინი

  • 8.5-ზე მეტი
  • 9.5-ზე მეტი
  • 10.5-ზე მეტი
  • ტოჩინოშინი გახდება ოძეკი
  • ტოჩინოშინი მოიგებს ნაცუ ბაშოს

კომენტარები

ბოლო ამბები