Thumbnail

'სუპერსეზონი' - საუკეთესო კადრები 2018-19 წლების პრემიერლიგიდან

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რამდენიმე კადრი პრემიერლიგის განვლილი სეზონიდან...
  • ემოციურად დატვირთული სუპერსეზონი სპორტული კუთხითაც დასამახსოვრებელია

პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონი ამ დეკადაში უპირობოდ საუკეთესოა. სპორტული კუთხით სუპერსეზონი ემოციურადაც დატვირთული აღმოჩნდა. ჯერ ლესტერ სიტის მფლობელი - ვიშაი შრივადდანაპრაბჰა სტადიონის ავტოსადგომზე ჩამოვარდნილ ვერტმფრენის აფეთქების ემსხვერპლა, ხოლო შემდეგ კარდიფის ახალწვეულის - ემილიანო სალას თვითმფრინავი ჩრდილოეთის ზღვაში გაუჩინარდა.

პრემიერლიგა 2018-19

  • გონსალო იგუაინი აღნიშნავს თავის პირველ გოლს ჩელსის ფორმით - ჰადერსფილდის წინააღმდეგ.

პრემიერლიგა 2018-19

  • ჩემპიონი პეპ გვარდიოლა სერხიო აგუეროს კარგ თამაშს ულოცავს.

პრემიერლიგა 2018-19

  • 2019 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე გუნარ სულშერი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნა.

პრემიერლიგა 2018-19

  • სულშერის წინამორბედი ჟოზე მოურინიო ჩელსის პერსონალისკენ საჩხუბრად იწევს.

პრემიერლიგა 2018-19

  • არბიტრი ენტონი ტეილორი ტოტენჰემის ბენ დევისის დარტყმას გაურბის.

პრემიერლიგა 2018-19

  • ლესტერის კლოდ პუელი ვულვერჰემპტონთან გაშვებულ გოლს განიცდის, მალევე პუელი პოსტიდან მოხსნეს...

პრემიერლიგა 2018-19

  • სიტის კაპიტანმა ვენსან კომპანიმ მანჩესტერელებს ლესტერთან უმნიშვნელოვანესი 3 ქულა შორეული დარტყმით მოაპოვებინა.

პრემიერლიგა 2018-19

  • ვესტ ჰემის ინგლისელები - მარკ ნობლი და აარონ კრესველი მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

პრემიერლიგა 2018-19

  • ჰადერსფილდის ყოფილი მწვრთნელი - დავიდ ვაგნერი ყოფილი გუნდის გულშემატკივრებს სეზონის ბოლოს ეკრანიდან მიმართავს.

პრემიერლიგა 2018-19

  • კარდიფის არონ გუნაროსონი ლამაზ ნახტომში იტანს...

პრემიერლიგა 2018-19

  • დეანდრე იედლინის ავტო-გოლით დამწუხრებული ნიუკასლელები.

პრემიერლიგა 2018-19

  • კატა გუდისონზე ევერონის და ვულვზის მატჩს ესტუმრა.

პრემიერლიგა 2018-19

  • წუთიერი დუმილი ემირატებზე კარდიფის ახალწვეულის - ემილიანო სალას დაღუპვის შემდეგ.

პრემიერლიგა 2018-19

  • პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ ბრაიტონთან გამარჯვებით ტიტული მეექვსედ მოიგო!

პრემიერლიგა 2018-19

  • აპრილში ლონდონში ტოტენჰემ ჰოთსპურის ახალი სახლი - ახალი უაით ჰარტ ლეინი გაიხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები