Thumbnail
  • დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია გოლდენ სტეიტმა იოლი მოგებით დაიწყო
  • უორიორსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 116:94 დაამარცხა
  • მატჩის ბედი Splash Brothers-მა - სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა გადაწყვიტეს

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი გოლდენ სტეიტმა კევინ დურანტის გარეშეც ადვილად მოიგო! მოქმედმა ჩემპიონმა პორტლენდი 116:94 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

დურანტის არყოფნაში, გამარჯვება მეტწილად ‘Splash Brothers-ის’ დამსახურებაა. სტეფ კარი 36 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მან 15 მცდელობიდან 9 სამქულიანი ჩააგდო, რაც შესანიშნავი შედეგია. კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 26 ქულა იყო - მან 9-დან 3 სამიანი ჩააგდო.

📺 ვიდეო: სტეფ კარის 36 ქულა და 9 სამიანი

კლეისა და სტეფის დუეტმა მთლიანად დაჩრდილა დამიან ლილარდისა და სი ჯეი მაკკოლუმის დუეტი - პორტლენდის წარმატება-წარუმატებლობა ხომ სწორედ მათზეა დამოკიდებული. ლილარდმა მხოლოდ 19 ქულა დააგროვა, მაკკოლუმმა კი - 17.

იმ დროს, როცა გოლდენ სტეიტმა სამიანების 50 პროცენტზე მეტი ჩააგდო, პორტლენდს მხოლოდ 25-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა!

მეორე მატჩი ისევ ‘ორაკლ არენაზე’, პარასკევს გამთენიისას გაიმართება.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 116:94 პორტლენდი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები