Thumbnail
  • NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს, ბრუკლინში ჩატარდება
  • დრაფტის წინ გამართულ ლატარეაში პელიკანსმა გაიმარჯვა
  • ნიუ ორლეანის მწვრთნელისა და ლებრონ ჯეიმსის რეაქციები 

ნიუ ორლეან პელიკანსი NBA-ს მომავალი დრაფტის ლატარეის გამარჯვებული გახდა, რომელიც 20 ივნისს, ბრუკლინში ჩატარდება. ცერემონია ჩიკაგოში გაიმართა, პელიკანსს კი ახალბედების დრაფტზე პირველი არჩევანის მიღების არცთუ მაღალი შანსი ჰქონდა (6%) და გუნდის მთავარ მწვრთნელს ელვინ ჯენტრის ლატარეაში გამარჯვებაზე ემოციური რეაქცია ჰქონდა.

ლატარეაში მონაწილეობა იმ 14-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც 2018/19 წლების სეზონში პლეი ოფში ვერ მოხვდნენ. ნიუ ორლეანმა დასავლეთ კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა. 

ნიუ ორლეანის შემდეგ მოდიან: მემფისი, ნიუ იორკი და ლოს ანჯელეს ლეიკერსი. ამ უკანასკნელის ვარსკვლავს ლებრონ ჯეიმსს დრაფტ-ლატარეის შედეგებზე ასეთი რეაქცია ჰქონდა: "მე-4 ნომერი. მშვენიერია". 

NBA-ს დრაფტის უპირობო ფავორიტად მძიმე ფორვარდი დიუკელი ზაიონ უილიამსონია, მეორე ნომრობის პრეტენდენტი კი მცველი ჯა მორანტია. საქართველოს ნაკრების ცენტრ გოგა ბითაძეს შანსი აქვს, დრაფტის პირველ წრეში აირჩიონ და თუ ეს ასე მოხდა, 19 წლის კალათბურთელი (დრაფტიდან ზუსტად ერთ თვეში შეუსრულდება 20 წელი) გახდება მე-6 ქართველი, ვისაც დრაფტზე აირჩევენ. 7 წელი გავიდა, რაც ბოლო ქართველი (თორნიკე შენგელია) აირჩიეს NBA-ში. დიდი ალბათობით, გოგა ამ "მშრალ" სერიას დაასრულებს. 

მეტი ამ თემაზე: სამი ქართველის შანსი NBA-ს დრაფტისთვის - ბითაძეს ორი გუნდი ელოდება

NBA-ს 2019 წლის დრაფტ-ლატარეის შედეგები

1. ნიუ ორლეანი 
2. მემფისი
3. ნიუ იორკი 
4. ლოს ანჯელეს ლეიკერსი 
5. კლივლენდი
6. ფინიქსი
7. ჩიკაგო 
8. ატლანტა 
9. ვაშინგტონი
10. ატლანტა (დალასისგან) 
11. მინესოტა
12. შარლოტი 
13. მაიამი 
14. ბოსტონი (საკრამენტოსგან).

კომენტარები

ბოლო ამბები