Thumbnail
  • ქუთაისის ტორპედო ფინანსურ კრიზისშია
  • ფეხბურთლები გუნდის დატოვებას აპირებენ

ქუთაისის ტორპედოში ფინანსური კრიზისია. ფეხბურთლებს ორ თვის ხელფასი არ აუღიათ და სწორედ ამ ფონზე მოუხდათ ეროვნული ლიგის რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის გამართვა, მათ შორის საბურთალოსთან. წყალტუბოში ტორპედომ 2:3 წააგო, მატჩის შემდეგ კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა არ დამალა რომ კლუბში მძიმე ვითარებაა და შესაძლოა, უკვე შემდეგ თამაშამდე გუნდი დაიშალოს.

“კლუბში არსებულმა პრობლემებმა იჩინა თავი და ხასიათიც ვერ იყო ისეთი საბრძოლო, როგორიც საჭიროა. თუმცა, მე ბიჭებს მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, რაც ტორპედოსთვის გააკეთეს. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შეიძლება უკვე მომდევნო თამაშამდე გუნდი დაიშალოს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, ვინც გუნდის გვერდით უდგას და პირველ რიგში, გულშემატკივრებს” - განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები