Thumbnail
  • გურნიკი 0:1 ვისლა პლოცკი - მერებაშვილის მე-6 გოლი ექსტრაკლასაში
  • ზაგლებიე 2:4 კორონა - გაბედავამ პოლონეთში მე-3 გოლი გაიტანა

პოლონეთის ექსტრაკლასას 36 ტურში ორი ქართული გოლი გავიდა. გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლამ სტუმრად გურნიკს მოუგო - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი მერებაშვილმა მე-7 წუთზე გაიტანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეექვსედ გამოიჩინა თავი.

ვისლას 40 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური რჩება და მერებაშვილის გუნდი უკვე გავარდნილ ზაგლებიეს ეთამაშება.

გიორგი გაბედავას ზაგლებიემ ვატო არველაძის კორონასთან 2:4 წააგო. გაბედავამ მატჩის 56-ე წუთზე გაიტანა და სეზონში მესამედ გამოიჩინა თავი. არველაძე მატჩის 64-ე წუთზე შეცვალეს.

გაბედავას გუნდი პოლონეთის ჩემპიონატიდან უკვე გავარდა. რაც შეეხება კორონას, ისინი გასავარდნ ჯგუფში მე-2 ადგილზე არიან 44 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები