Thumbnail

სლავენ ბილიჩი სელტიკში? ხორვატი გლაზგოში მუშაობით დაინტერესებულია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბილიჩი თებერვლის შემდეგ უმუშევარია
  • სელტიკს დროებით ნილ ლენონი წვრთნის...

სლავენ ბილიჩი სელტიკთან მოლაპრაკებებს აწარმოებს, ხორვატი გლაზგოში მუშაობით დაინტერესებულია. 

ბილიჩს რამდენიმე დღის წინ შოტლანდიის ნაკრების კანდიდატად ასახელებდნენ, თუმცა ხორვატიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი საკლუბო ფეხბურთში დარჩენას გეგმავს.

გუნდს ამჟამად ნილ ლენონი დროებით წვრთნის. ბილიჩმა საუდის არაბეთის გუნდი ალ-იტიჰადი თებერვალში 15 მატჩიდან, 3 მოგების შემდეგ დატოვა.

ბილიჩი ალ-იტიჰადის გარდა ბეშიქთაშს, მოსკოვის ლოკომოტივს და ვესტ ჰემ იუნაიტედს წვრთნიდა. ვესტ ჰემით ბილიჩმა 2015-16 წლების პრემიერლიგის სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა, გუნდის ევროპის ლიგაზე გაიყვანა, თუმცა 2017 წელს ცუდი შედეგების გამო გაუშვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები