Thumbnail

'კარგი იქნებოდა რომასთან ერთად უფრო მეტი ტიტული მომეგო' - ამბობს დე როსი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დე როსი რომადან მიდის
  • 19 წლიანი კარიერა პარმასთან მატჩით დასრულდება

35 წლის რომას ვეტერანი - დანიელე დე როსი სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის. დე როსიმ რომას მაისურით 2000-2019 წლებში 615 მატჩი ჩაატარა და 63 გოლის გატანა შეძლო.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში რჩება "რომამ და მე ერთმანეთი ავირჩიეთ..." - ამბობს დე როსი. "ეს გუნდი ძალიან მიყვარს, ახლა როგორ მოთამაშეს, შემდეგშიც ნებისმიერი ფორმით შევიყვარებ."

დე როსი ფრანჩესკო ტოტის შემდეგ (786) ჩატარებული მატჩებით გუნდის ისტორიაში მეორეა, გუნდთან ერთად იტალიის თასი (2007, 2008) და სუპერთასი (2007) აქვს მოგებული.

"უკან როდესაც ვიყურები, რაღაც დეტალებს შევცვლიდი, მაგრამ საბოლოოდ ამ გუნდის ერთგული ვიქნებოდი ყოველთვის. კარგი იქნებოდა რომასთან ერთად ცოტა მეტი ტიული მომეგო."

"ალბათ ყველა ვიტირებთ, როდესაც ის პარმას წინააღმდეგ ბოლოჯერ მოირგებს ჯალაროსის ფორმას. თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ." - ამბობს რომას პრეზიდენტი ჯიმ პალოტა.

LIVE: la conferenza stampa di Daniele De Rossi

LIVE: La conferenza stampa di Daniele De Rossi LIVE: Daniele De Rossi's press conference

Posted by AS Roma on სამშაბათი, 14 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები