Thumbnail

ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია და ნადალს ელოდება!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:5, 6:4 ლასლო დიერე
  • ნიკას სავარაუდო მეტოქე მსოფლიოს მე-2 ჩოგანი რაფა ნადალია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მეორე წრის მატჩი გამართა. ის სერბ ლასლო დიერეს შეხვდა და ორ სეტში გაიმარჯვა - 7:5, 6:4. ამით ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში გავიდა. ახლა ნიკა მე-2 ნომრად განთესილ რაფა ნადალსა და ჟერემი შარდის შორის გამარჯვებულს (15 მაისს) შეხვდება.

სერბმა ბასილაშვილს რამდენიმე დღის წინათ უნგრეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში აჯობა, ახლა კი ქართველმა შური იძია. 

მატჩი საათ-ნახევარს გაგრძელდა, პირველ სეტში ორივე მოთამაშე არასტაბილური იყო, ისინი მოპოვებულ ბრეიქებს ანიავებდნენ, მეორეში ქართველის უპირატესობა უფრო გამოიკვეთა. 

რომის მასტერსი ATP 1000-იანი სერიის ტურნირია. 

📺 ბასილაშვილი V დიერე

კომენტარები

ბოლო ამბები