Thumbnail

იმედის ფსონი | აიაქსი გრააპსხაპს მინიმუმ 5 გოლს გაუტანს!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 14 მაისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,2 გახლავთ. განსაკუთრებით საინტერესოა აიაქსის გოლების რაოდენობა გრააპსხაპთან, რადგან ამსტერდამელებს რეკორდისთვის 8 გოლი სჭირდებათ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს რეკორდი დაამყარონ.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“გრააპსხაპი აიაქსის მატჩში ამსტერდამელთა 4,5-ზე მეტ გოლს ვფიქრობ. აიაქსს რეკორდისთვის 8 გოლი ჭირდება და 8-ს თუ ვერ გაიტანს, იქნებ 5 მაინც გაიტანოს. ფაქტია, რომ ამ რეკორდის დამყარებას შეეცდებიან.

სტანდარტისა და ბრიუგეს შეხვედრაში ამ უკანასკნელის 1,5-ზე მეტ გოლს ვფიქრობ. მგონია, რომ ბრიუგე ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, ყოველ შემთხვევაში, ბოლოსწინა ტურში არ დაყრის ფარ-ხმალს.

რაც შეეხება ლუგანოსა და სენტ გალენის მატჩს - ლუგანო ბოლოს არ აგებდა, ახლა კი დამარცხდა, თუმცა საკუთარ მოედანზე სენტ გალენს უნდა მოუგოს და ევროპალიგის საგზური თითქმის გაინაღდოს.” 

დღეს, გადაცემის სტუმარი გიორგი ნიჟარაძე იყო, რომელმაც ჩოგბურთის 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა (10,4 ევროპაბეთის მიხედვით). 

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი კოეფიციენტია 13,6.

 

კომენტარები

ბოლო ამბები