Thumbnail

ლატვიის თავკაცი: საქართველო ფავორიტია, კარგი შემადგენლობითა და მწვრთნელით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ალეკსანდრს სტარკოვსმა უეფას ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა.
  • სპეციალისტი საქართველოს ნაკრებსა და მის მთავარ მწვრთნელს აქებს.

უეფას ერთა ლიგის წილისყრასა და გუნდების შანსებზე, საქართველოს ნაკრების მეტოქე ლატვიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდრს სტარკოვსმა ისაუბრა. საქართველოს და ლატვიის ნაკრებები D ლიგის პირველ ჯგუფში ყაზახეთის და ანდორის ნაკრებთან ერთად ითამაშებენ.

საქართველოსთან რევანში უნდა ავიღოთ! ლატვიელები ერთა ლიგაზე გვემუქრებიან

“ჩვენი ჯგუფი საკმაოდ საინტერესოა. გუნდები განსხვავებული სტილის მიმდევრები არიან. მეტოქეებს კარგად ვიცნობთ, რაც ამ ტურნირისადმი ინტერესს ზრდის. 

ერთა ლიგის კალენდარი: პირველ ტურში საქართველო ყაზახეთს ესტუმრება

არცთუ კარგი სტატისტიკა - რა შედეგები გვაქვს ერთა ლიგის მეტოქეებთან

ანდორას შეუძლია, ჯგუფში ნებისმიერ მეტოქეს მოუშალოს ნერვები. უძლიერესი კლუბები ყაზახეთს ჰყავს. ჩვენი ჯგუფის ფავორიტად კი საქართველო მიიჩნევა, რომელსაც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს და ძალზე მაღალი დონის სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი წვრთნის.

ვლადიმირ ვაისი: მჯერა, წარმატებას მივაღწევთ

ჩვენი მიზანი უცვლელია. ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიცა და გულშემატკივრებიც ერთი იდეით ვიქნებით შეპყრობილი - ვეცადოთ გამარჯვება თითოეულ მატჩში და დავიკავოთ პირველი ადგილი”, - ამბობს 62 წლის სპეციალისტი.

საქართველო ლატვიას 9 სექტემბერს უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი სტუმრად ეთამაშება. 

ფიფას რეიტინგით, D ლიგის პირველ ჯგუფში საუკეთესო საქართველოა - 104-ე, 131-ეა ლატვია, ყაზახეთი - 135-ე, ხოლო ანდორა - 136-ე.

საქართველოს და ლატვიის ნაკრებებმა ერთმანეთში სულ 8-ჯერ ითამაშეს. მეტოქეებმა 3-3 მატჩი მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა. ბურთებით ქართველებს უპირატესობა აქვთ - 14:10.

კომენტარები

ბოლო ამბები